სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მუხლი 4. -ის 4 – 9 პუნქტებისა და ფაკულტეტის დეკანის N 15/30; 04.04.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:
1) ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო - სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის მიზნით დაინიშნოს არჩევნები შემდეგ მიმართულებებზე:
- ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია 2 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 31 ოქტომბერი; 15:00-17:00 საათი, თსუ VI კორპუსი, აუდიტორია #303;
- სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 31 ოქტომბერი; 15:00- 17:00 საათი, თსუ VI კორპუსი, აუდიტორია #303;
- საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 31 ოქტომბერი; 15:00- 17:00 საათი, თსუ VI კორპუსი, აუდიტორია #303;
2) საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ფაკულტეტის საბჭოს გადასცეს არჩევნების ჩატარებიდან ერთ დღეში;
3) კომისიის სახელზე კონკურსანტთა განაცხადები მიიღება 21 ოქტომბრიდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით 10:00 დან 15 :00 საათამდე თსუ VI კორპუსი ოთახი 203ა;
4) არჩევნების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობისა და თსუ - ის სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;
5) ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.